სიახლეები

15.09.2023

ჩვენო აღსაზრდელებო! ძვირფასო პირველკლასელებო! სსიპ ქალაქ თბილისის N23 საჯარო სკოლა გილოცავთ ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპის დაწყებას!თითოეულ თქვენგანს გისურვებთ წარმატებას!

გახსოვდეთ რომ თქვენ ხართ ქვეყნის ხვალინდელი დღე! თქვენი განათლება უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის!

დღევანდელ დღეს, ჩვენი სკოლის ეზოში მოეწყო სიმბოლური დახვედრა პირველკლასელებისათვის. ახალი სასწავლო წლის დაწყება პატარებს მიულოცა … (მეტი –>)

“ბარბარიზმები თანამედროვეების მეტყველებაში” – ჩვენი მოსწავლეები კონფერენციაზე

პროფესიული ერთი დღე – ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ხატია ხატიაშვილი

სკოლის დირექტორის ინტერვიუ “ეტალონი განათლებასთან”

21.05.2021

 „მინდა, არა მხოლოდ ვალდებულება, არამედ სიამოვნებაც იყოს N23 საჯარო სკოლაში სწავლა“ – დირექტორი მაგდა ბარამაძე

წლების წინ, როდესაც მისთვის სკოლის ბოლო ზარი დაირეკა, სამედიცინო სფეროს კარი გაიღო და ასეც დარჩებოდა, რომ არა ერთი გარემოება: მოგვიანებით, უკვე მომავალ ექიმს, პედაგოგმა დედამ სკოლაში ღონისძიების ორგანიზება-მოწყობაში დახმარება სთხოვა და ამის შემდეგ, კონტრაქტით დასაქმდა სკოლაში…. ეს იყო და ეს – როგორც მსახიობები სცენის მტვრით, მაგდა ბარამაძე სასკოლო ცხოვრებით ისე „მოიწამლა“, იქაურობის დატოვება აღარც კი უცდია. ვერ გეტყვით, მისი გადაწყვეტილების შედეგად რა დაკარგა სრულიად სამედიცინო სფერომ, ერთი კი ფაქტია – დღეს მაგდა ბარამაძე ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის N23 საჯარო სკოლის დირექტორია; არის განათლების  … ვრცლად –>